ქალი, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებიდან კატის ხმით ცდილობდა ადგილსამყოფელის მინიშნებას, უვნებლად ამოიყვანეს

თურქეთში გრძელდება მიწისძვრის შემდეგ დაწყებული სამძებრო-სამაშველო სამუშაოები

საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების მართვის სამსახურის ცნობით ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა შეადგენს 17 კაცს. დაშავებულია 709 კაცი.

მიწისძვრა დღეს, ადგილობრივი დროით 14:51 საათზე მოხდა იზმირის პროვინციაში. მისი ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში იყო. საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების მართვის სამსახურის ცნობით მიწისძვრის მაგნიტუდამ 6,6 შეადგინა, ბოსფორის უნივერსიტეტის მიწისძვრების კვლევითი ინსტიტუტის და კანდილის ობსერვატორიის ცნობით კი 6,8. მიწისძვრის სიღრმე 16,5 კმ იყო. მიწისძვირის შემდეგ წარმოქმნილმა ცუნამმა ზღვის დონის მატება და იზმირის და სეფერიჰისალის ქუჩებში წყლის გადასვლა და შენობების დატბორვა გამოიწვია.

იზმირის ოლქის გუბერნატორის თქმით, იზმირში 20 შენობა დაინგრა.

თურქული პრესის ცნობით, ერთ-ერთ შენობის ნანგრევებში მოყოლილ ქალს ტელეფონით სოფლის და სატყეო მეურნეობის მინისტრი ესაუბრა. მინისტრმა უთხრა ქალს, რომ მისი ზუსტი ადგილსამყოფელის დასადგენად სამძებრო-მაშველ ძაღლებს გამოიყენებდნენ და სთხოვა მას შეენარჩუნებინა სიმშვიდე.

“შეიძლება კატის ხმით მიგანიშნოთ სად ვარ?” – ჰკითხა მინისტრს ქალმა, რომელიც, სავარაუდოდ, ნანგრევებში მოყოლის შემდეგ, ზედმეტი მოძრაობისგან და ხმაურისგან თავს იკავებდა.

“დიახ, შეგიძლია. და შეინარჩუნე სიმხნევე” – მიმართა მას მინისტრმა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ 9,5 სათიანი სამმაშველო სამუშაოების შემდეგ ბუსე ჰას ილმაზი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად