ქალი 11.8 % – კაცი 12.7%  –  2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე გაზრდილია, როგორც ქალებში ისე კაცებში 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.

2020 წლის II კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 48.6 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია დასაქმებულთა განაწილება დასაქმების სტატუსის მიხედვით 2018-2020 წლებში, კვარტალურ ჭრილში.

უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით გაცილებით დაბალია. 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე ქალაქ-სოფლის მიხედვით 2018-2020 წლებში, კვარტალურ ჭრილში.

 

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია როგორც ქალებში ისე კაცებში, შესაბამისად 1.8 და 0.1 პროცენტული პუნქტით.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია უმუშევრობის დონე სქესის მიხედვით 2018- 2020 წლებში, კვარტალურ ჭრილში.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად