მსოფლიო ბანკის თანასწორუფლებიანობის რეიტინგში საქართველოს სომხეთი, მოლდოვა და ტაჯიკეთიც უსწრებს

მსოფლიო ბანკი ქვეყნებში კაცების და ქალების უფლებრივი მდგომარეობის შედარებითი ანალიზის შედეგად შედგენილ კაცთა და ქალთა თანაბარუფლებიანობის რეიტინგს აქვეყნებს. “მსოფლიო ბანკის” მიერ ჩატარებული კვლევის “ქალები, ბიზნესი და კანონი 2019”-ის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყანას შორის 79.38 ქულით 79-ე ადგილზეა.

მსოფლიო ბანკის დასკვნის მიხედვით, მსოფლიოში სულ ექვსი ქვეყანაა, სადაც ქალებს და კაცებს შორის სრული თანაბარუფლებიანობაა.

მსოფლიო ბანკის მიერ თანაბაუფლებიანობის ინდექსი რვა სხვადასხვა პარამეტრის (ოჯახური, ქონებრივი, შრომით უფლებები, გადაადგილების თავისუფლება, უსაფრთხოების მხრივ დაცულობა და სხვა) შეფასების შედეგად არის დათვლილი.

1. ბელგია -100
2. დანია – 100
3. ლატვია – 100
4. ლუქსემბურგი – 100
5. საფრანგეთი – 100
6. შვედეთი -100
7-15. ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ესტონეთი, ირლანდია, კანადა, საბერძნეთი, პორტუგალია, ფინეთი
16-18. ავსტრალია, ისლანდია, სერბეთი – 96.38
19. პერუ – 95.00
20-26. იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია, პარაგვაი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ხორვატია – 94.38
27-30. ბულგარეთი, ლიტვა, პოლონეთი, უნგრეთი – 93.75

59-61. მოლდოვა, ტანზანია, ტოგო – 84.38

66-67. მონღოლეთი, სომხეთი – 83.13

71-74. ბრაზილია, ვიეტნამი, მონტენეგრო, ტაჯიკეთი – 81,88

81-85. ბელიზი, თურქეთი, იაპონია, პანამა, საქართველო – 79,38

86-89. აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოზამბიკი, უკრაინა – 78.75

94-98. ანგოლა, ბურკინა ფასო, მოზამბიკი, სან ტომე და პრინსიპი, ყირგიზეთი – 76.88

102. ყაზახეთი – 95.63

114 – 117. ბურუნდი, მაროკო, რუსეთი, უგანდა – 73.13

126-127. გვატემალა, უზბეკეთი – 70.63

183. ყატარი – 32.50
184. ირანი – 31.25
185. არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 29.38
186. სუდანი – 29.38
187. საუდის არაბეთი – 25.63

სხვადასხვა პარამეტრების განხილვისას ავტორებს საქართველო რამდენჯერმე ჰყავთ ნახსენები. მაგ., აღნიშნულია, რომ საქართველომ ჯერ კიდევ 2010 წელს მიიღო კანონი გენდერული თანასწორობის შესახებ, შრომითი ურთიერთობების დროს სექსუალური შევიწროების დაუშვებლობა განსაზღვრა, მაგრამ დღემდე არ არის კანონით დადგენილი საჯელი ასეთი ტიპის დანაშაულზე და მსხვერპლს უჭირს სამართლებრივი დაცვის მიზნით სასამართლოსადმი მიმართვა. აღნიშნულია აგრეთვე, რომ საქართველომ აკრძალა ფეხმძიმობის პერიოდში დასაქმებულის სამსახურიდან განთავისუფლება.

აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგში საქართველო ევროპის ქვეყნებიდან მხოლოდ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს – აზერბაიჯანს, ბელარუსს, უკრაინას და რუსეთს უსწრებს.

მასალა მოამზადა რაულ კანაპაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად