ქალაქი დმანისი და რვა სოფელი მაღალმთიანი დასახლებების ნუსხაში შევიდა

“დმანისი-წალკის მაჟორიტარის კახაბერ ოქრიაშვილის მორიგი გამარჯვება: ქალაქი დმანისი და რვა სოფელი – დიდი დმანისი, პატარა დმანისი, ტნუსი, ქცია, ვარდისუბანი, იაღუფლო, მაშავერა და პანტიანი უკვე მაღალმთიანი დასახლებების ნუსხაშია!!!

2018 წლის 26 ნოემბერს, კახა ოქრიაშვილმა „მთის საბჭოს“ სხდომაზე პირველად დააყენა საკითხი, დმანისის მუნიციპალიტეტის ცხრა დასახლებისთვის მათალმთიანის სტატუსის მინიჭების შესახებ. აღნიშნული ინიციატივა მან არაერთხელ გააჟღერა როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო ტრიბუნებიდან და დღეს, ე.წ. მთის კანონში ცვლილებები უკვე შეტანილია!!!
კახა ოქრიაშვილის ინიციატივამ კანონის სახე მიიღო და შესაბამისად, ამ ცხრა დასახლებაში მცხოვრები დამატებით 5 733 ადამიანი მთელი რიგი სახელფასო და სოციალური შეღავათებით ისარგებლებს.”, – ამის შესახებ ინფორმაციას დმნაისის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად