ქალაქ უხანიდან 240 ამერიკელის ევაკუაცია განხორციელდა

ჩინეთის ქალაქ უხანიდან 240 ამერიკელის ევაკუაცია განხორციელდა, ინფორმაციას სააგენტო Associated Press– ი ავრცელებს.

თვითმფრინავი სამხრეთ კაროლინის შტატის მიმართულებით გადაადგილდება. სააგენტოს ცნობით, ბორტზე იმყოფებიან დიპლომატები და აშშ-ს სხვა მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის ეპიცენტრში იყვნენ.

სააგენტო Assoiciated Press- ის ცნობით, თვითმფრინავს, რომლის ბორტზეც ამერიკელები აიყვანეს, ილუმინატორი არ აქვს.

ადგილობრივი გამოცემა Anchorage Daily News- ი სახელმწიფო ჯანდაცვის დეპარტამენტის სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ მგზავრებს კორონავირუსზე შეამოწმებენ.

ადრე, CNBC იტყობინებოდა, რომ თეთრი სახლი  კორონავირუსის გამო, ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში ავიარეისების დროებით აკრძალვის საკითხს განიხილავს. თუმცა, აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა CNN– თან ინტერვიუში ეს ინფორმაცია უარყო.

ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში დაინფიცირებულია თითქმის 6 ათასი ადამიანი, ხოლო მსხვერპლთა რიცხვი 132 ადამიანს შეადგენს.

ინფიცირების შემთხვევები არაერთ ქვეყანაშია დაფიქსირებული, მათ შორისაა ტაილანდი, ავსტრალია, სინგაპური, იაპონია, შეერთებული შტატები, საფრანგეთი და გერმანია.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად