ქალაქ ცაგერის ცენტრალური ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მუშავდება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ქალაქ ცაგერის ცენტრალურ ქუჩებში სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების პროცესს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ უგრეხელიძე და მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი ადგილზე ესწრებოდნენ.ქუჩების დამუშავება მაქსიმე აღმსარებლის მონასტრის ტერიტორიიდან დაიწყო.

ქუჩების დეზინფექციის სამუშაოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება-საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით ახორციელებს..

დეზინფექციის პროცესში ჩართული არიან ა/ა/იპ ,,კომუნალური მომსახურების” თანამშომლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად