ქალაქ თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან, მერის წარმომადგენელ გაიოზ მარუაშვილთან და ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, ასევე მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებისაგან პროექტის მიმდინარეობის, ხარისხისა და ვადების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

სამუშაოები პროექტით გათვალისწინებულ ოთხივე ლოკაციაზე მიმდინარეობს – მერიის, დავით კლდიაშვილის ძეგლის, 9 აპრილის მემორიალისა და რუსთაველის ქ №114-თან არსებული სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე.

თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოებს რგფ-დან დაფინანსებული 848 800 ლარით შპს “ჯორჯიან სტოუნი” ასრულებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად