ქალაქ სამტრედიის ნაწილს 6 მარტს გაზმომარაგება შეუწყდება

მიმდინარე წლის 6 მარტის დილის 11:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე ქალაქ სამტრედიაში კერძოდ, ბარათაშვილის ქუჩას ჩიხებით, შანიძის, ნიკურაძის, ფარნავაზის ქუჩას ჩიხებით, თამარ თავაძის, ერისთავის, ბახტაძის, წინსვლის, ახალგაზრდობის, წერეთლის, კანდელაკის, ჭავჭავაძის ნაწილს, ეგრისის, 26 მაისის, ნიკოლაძის, თევზაძის, ხიბლარის ქუჩების მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდებათ.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტოსაექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 6 მარტის 16:00  საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

კომპანიასოკარ ჯორჯია გაზიბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთსოკარ ჯორჯია გაზი-ს ცხელ  ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებპორტალს www.mygas.ge.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად