ქალაქ რუსთავში ლითონის საწარმო აშენდება

2 წელიწადში ქალაქ რუსთავში ლითონის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო აშენდება. საწარმო სხვადასხვა სახის ლითონის ნაწარმსა და კონსტრუქციას წარმოებას შესძლებს, რომელთა წლიური მოცულობა 6 000 ტონა იქნება. საწარმოს მოწყობისა და ფუნქციონირების დასაწყებად 2 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ამასთან, შპს „construction service“-ი გამოთქვამს მზადყოფნას საწარმოს შექმნის შემდგომ დაასაქმოს 30 ადამიანი.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „construction service“-ს ქალაქ რუსთავში, მაზნიაშვილის ქუჩაზე მდებარე 10000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადასცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად