ქალაქ ქობულეთის ნაწილს 19 თებერვალს გაზმომარაგება შეუწყდება

მიმდინარე წლის 19 თებერვლის დილის 09:00 საათიდან საღამოს 17:00 საათამდე ქალაქ ქობულეთში კერძოდ, 9 აპრილის, აღმაშენებლის, გოგებაშვილის, გურამიშვილის, თავისუფლების, თამარ მეფის, ჯორბენაძის, კომახიძის, ლესელიძის, ნინოშვილის, რუსთაველის, ჭავჭავაძის, ტაბიძის, ყაზბეგისა და ჯავახიშვილის ქუჩებს გაზმომარაგება შეუწყდება.

აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 19 თებერვლის 17:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.
კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად