ქალაქ ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს რეაბილიტირებულ გარემოში შეხვდებიან

პროექტის ფარგლებში სკოლის შენობისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშოები განხორციელდა: ეზოში დაიგო ასფალტის საფარი, შეიცვალა ღობე და ჭიშკარი, მოეწყო გამწვანებული სარეკრეაციო სივრცე და კომბინირებული სპორტული მოედანი.

რესტავრაცია ჩაუტარდა შენობის ფასადს და გუმბათს, მოეწყო სარინელი და პანდუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 250 ათას ლარამდეა, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაკვეთით განხორციელდა.

კომენტარები
იტვირთება...