ქალაქ ფოთის მერია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსს აცხადებს

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “საზოგადოების ჩართულობაზე ორიენტირებული თვითმმართველობის განხორციელება ქალაქ ფოთსა და აბაშის მუნიციპალიტეტში” ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს.

კონკურსის მიზანია, საზოგადოებაში აქტიური მოქალაქეობის დანერგვის კუთხით საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მოქალაქეთა ჯგუფების გაძლიერება. საგრანტო კონკურსში მონაწილების უფლება აქვთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მოქალაქეთა ჯგუფებს, ქუჩის ამხანაგობებს, სათემო გაერთიანებებს, რათა მათ განახორციელონ მდგრადი პროექტები და წაახალისონ აქტიური მოქალაქეობა, გაზარდონ მათი შესაძლებლობები გრძელვადიან პერსპექტივაში.

საგრანტო კონკურსის მიმართულებებია: დემოკრატიული ჩართულობის გაუმჯობესება;

მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ თემებსა და სამეზობლოებში არსებული პრობლემების გამოვლენა და გადაჭრა;
თვითმმართველობის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება;

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრების მოწყობა თემებში;
მოქალაქეების უნარებისა და ცოდნის ამაღლება თვითმმართველობის სფეროში;
ორგანიზაციის განვითარების კომპონენტის განხორციელება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის;
ინიციატივების მხადაჭერა, რომლებიც მიმართული იქნება მოქალაქეთა ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდისკენ ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ერთი გრანტის თანხა შეადგენს მინიმუმ 2 000 და მაქსიმუმ 5 000 ევროს ექვივალენტს ლარში.
საგრანტო განაცხადებში წარმოდგენილი პროექტების განხორციელების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2 (ორი) კალენდარული თვისა და არაუმეტეს 6 (ექვსი) კალენდარული თვისა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 25 ივნისი, 2020 წელი, 21:00 საათი.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე:

https://www.jobs.ge/ge/?view=jobs&id=265893&fbclid=IwAR2-sA-dIJ3S_47L-9MMUcapE7hMX-6iUx-EXhQpDfivC3IH_9HCwetyyKA

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად