ქალაქ ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ქალაქ ოზურგეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. ამჟამად დოლიძის ქუჩაზე გზაგამყოფი ზოლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

დღეს ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ სამუშაო პროცესი ქალაქის მერიის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების ხელმძღვანელებთან, ასევე, სამუშაოების მწარმოებელი შპს ‘’გზამშენი 18’’-ის დირექტორთან ერთად მოინახულა და პროექტის სხვა ქუჩებზე გაგრძელების ეტაპები და გეგმა, მათთან ერთად განიხილა.

ხსენებული პროექტის მიხედვით, დოლიძის ქუჩაზე გზაგამყოფი ზოლი ეწყობა, თამარ მეფის მოედანზე ავტომობილების მოძრაობას უსაფრთხოების კუნძულები დაარეგულირებს. ერისთავის, 9 აპრილისა და სახოკიას ქუჩების კვეთაზე კი წრიული მოძრაობა მოეწყობა.

აღნიშნული პროექტი ქალაქ ოზურგეთში საგზაო მოძრაობისა და ქვეითთა გადაადგილების პროცესს მნიშვნელოვნად დაარეგულირებს. ასევე, განაახლებს ქალაქის იერ-სახეს. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად