ქალაქ გორში 700-მდე მაცხოვრებლისთვის წყლის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა დაიწყო

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეთაურობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით, რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აგრძელებს.

ამჯერად, კომპანიამ ქალაქ გორში ბარნოვის ქუჩაზე წყალმომარაგების საუბნო ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რომელიც წლებია განახლებას საჭიროებდა.
აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლები 24 საათიანი წყალმომარაგებით სარგებლობენ. თუმცა, მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, დიდია სასმელი წლის დანაკარგი. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ძველი, ამორტიზებული მილების, სრულიად ახალი სისტემებით ჩანაცვლება.

სამუშაოების დასრულების შედეგად, 700-მდე ადამიანი გამართული წყლის ინფრასტრუქტურითა და ხარისხიანი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას.
კომპანია პროექტების მიმდინარეობას მუდმივად უწევს ზედამხედველობას და მონიტორინგს , თუ რამდენად არის დაცული გაცემული რეკომენდაციები სამშენებლო ობიექტებზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად