ქალ ფეხბურთელთა შორის საქართველოს თასის პირველი მფლობელი ლანჩხუთის “ლანჩხუთი” გახდა

ქალ ფეხბურთელთა გუნდებს შორის საქართველოს თასის პირველი გათამაშება, რომელიც 10 აგვისტოს 8 გუნდის მონაწილეობით დაიწყო, გუშინ, 23 აგვისტოს, მიხეილ მესხი 2-ზე გამართული ფინალური მატჩით დასრულდა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ერთმანეთს ლანჩხუთის “ლანჩხუთი” და თბილისის “ნიკე” და ლანჩხუთის “ლანჩხუთი” დაუპირისპირდნენ. ანგარიში შეხვედრის დაწყებიდან მე-3 წუთზე ლანჩხუთელებმა გახსნეს. შეხვედრის მეორე ნახევრის მე-20 წუთზე მათ ანგარიში ორამდე გაზარდეს. შევედრის 73-ე წუთზე თბილისელი ბაბაიანი გააძევეს მოედნიდან მატჩის ბედი პრაქტიკულად გადაწყდა. თბილისელთა დიდი მონდომების მიუხედავად მათ შეხვედრის მიწურულს, 88-ე წუთზე ერთადერთი გოლის გატანა მოახერხეს.

ლანცხუთელებმა აგარიშით 2:1 დაამარცხეს მეტოქე და საქართველოს თასის პირველი მფლობელები გახდნენ.

ნიკე: მიკლაშევიჩი, ქადაგიშვილი, პასიკაშვილი, ნარსია, დანელია, ეჯიბია (66′ აკობიძე), ხანდაზიანი, მწყერაშვილი, ჯოჯუა, ბოლქვაძე (28′ ბებია), ბაბაიანი

სათადარიგო შემადგენლობა: ქირაქი, ხუციშვილი, სირაძე

მთავარი მწვრთნელი: გივი კვარაცხელია

ლანჩხუთი: გაბუნია, ჩხარტიშვილი, ალელიშვილი, ხაბურზანია (90+1′ რომანჩუკი), სალუქვაძე (67′ დიმოპულო), დანელია, გასვიანი, წოწერია (54′ გუჯაბიძე), ჭყონია, კალანდაძე, თოდაძე

სათადარიგო შემადგენლობა: მჟავია, თავდიშვილი, გოგეშვილი, მიქელაძე

მთავარი მწვრთნელი: რევაზ კუკულაძე

მსაჯები: ალეკო აფციაური, ხათუნა მაისურაძე, ქეთევან გაიპარაშვილი, სოფიკო რიჟამაძე

გაფრთხილება: 44’ პასიკაშვილი (ნიკე), 45+2’ წოწერია (ლანჩხუთი), 66’ დანელია (ნიკე), 74’ ჭყონია (ლანჩხუთი), 90+4’ აკობიძე (ნიკე)

გაძევება: 73’ ბაბაიანი (ნიკე)

გოლები: 0:1 სალუქვაძე (3) 0:2 გუჯაბიძე (65), 1:2 მწყერაშვილი (88)

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...