ქადაგიძე: საზოგადოებისთვის ვერანაირ დაპირებას ვერ გავცემ, მაგრამ, სურვილი მაქვს წვლილი შევიტანო ქართული მართლმსაჯულების გავითარებაში

ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ნინო ქადაგიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. სადაც მისი მოსმენა მიმდინარეობდა.

“ბუნებრივია, მე საზოგადოებისთვის ვერანაირ დაპირებას ვერ გავცემ, თუმცა ჩემი დიდი სურვილია, რომ აქტიური და ხელშესახები წვლილი შევიტანო ქართული მართლმსაჯულების განვითარების პროცესში. ამ ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს ჩემ უკან მდგომი არც თუ ისე დიდი, მაგრამ დღეს უკვე საკმაოდ მძლავრი სასამართლო კორპუსი,“ – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად