ქადაგიძე სამართლიანობაზე: განცდებზე არაფერი შენდება ლამაზი სიტყვების გარდა

"სამართლიანობის განცდა არის საფუძველთა საფუძველი, რომელზეც შენდება დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო",- აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

"სისხლის აღებამ, პედოფილის ლინჩის წესით გასამართლებამ, უმუშევრობამ, ახლობლის ავადმყოფობამ და ა.შ. შეიძლება ადამიანს მიანიჭოს სამართლიანობის ან უსამართლობის განცდა. არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო არ შენდება სამართლიანობის განცდაზე და საერთოდ განცდებზე არაფერი შენდება ლამაზი სიტყვების გარდა. დემოკრატიული და "სამართლებრივი" სახელმწიფოს საფუძველი არის კანონის უზენაესობა და კანონის მიმართ თანასწორობა. (წერტილი). პ.ს. უფრო ჩემი სტუდენტებისთვის ვწერდი, მაგრამ იყოს აქაც..",- წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად