“ქადაგიძე “სახალხო ბანკის” აქციონერს ქონების 1 დოლარად გაყიდვით დაემუქრა”

„სახალხო ბანკის“ აქციონერების ადვოკატი დავით ერისთავი ბანკის უკანონოდ შესყიდვასთან დაკავშირებით, გიორგი ქადაგიძესთან ერთად, არაერთი ჩინოვნიკის გვარს ასახელებს. როგორც მან გადაცემა „20/30“-ში საუბრისას განაცხადა, „სახალხო ბანკის“ აქციების შემდგომი მფლობელი კომპანიის „ევროილის“ უკან ცეზარ ჩოჩელი, ლუხუმ კაპანაძე, მერაბ ყუფუნია იდგნენ.

„2008 წლის დეკემბერში „სახალხო ბანკის“ ყოფილ მფლობელებს იძულების წესით დაათმობინეს ბანკის აქციების 89% და ამ სქემაში ჩართულები იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები, იყო ზეწოლა, მუქარა. უშუალოდ გიორგი ქადაგიძე, რომელიც მაშინ ფინანსური ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობდა, დაემუქრა აქციონერს გიორგი ბურჭულაძეს, რომ თუ 10 მლნ დოლარად არ მიყიდიდა ბანკს „ევროოილს“, ქონებას 1 დოლარად გაუყიდიდნენ. აღსანიშნავია, რომ ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო ერთდაერთი სახელმწიფო ორგანო იყო, რომლის ფუნდამენტური ფუნქცია იყო კომერციული ბანკების მნიშვნელოვანი წილის ნასყიდობის შემთხვევაში გადაემოწმებინა ხომ არ ხდებოდა ბანკის აქციების შავი ფულით შეძენა, ხომ არ იღებდნენ ბენეფიციარები რაიმე სისხლის სამართლის დანაშაულში მონაწილეობას და გაევლოთ პროცედურები ამ საკითხთან დაკავშირებით. დაირღვა ფუნდამენტური მუხლები, მათ შორის, ეროვნული ბანკის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ღლონტი ბანკში დაინიშნა ბანკის გენერალურ დირექტორად, მაშინ როდესაც საქართველოს კანონმდებლობით ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მის მოადგილეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეკრძალებოდათ კომერციულ ბანკში რაიმე სახის თანამდებობის დაკავება. აღნიშნული დარღვევები იწვევს ნასყიდობის ბათილობას. ფორმალურად „ევროილის“ დამფუძნებლები ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები იყვნენ, ორივე მათგანი უკვე ლიკვიდირებულია და რეალურად მის უკან ცეზარ ჩოჩელი, ლუხუმ კაპანაძე, მერაბ ყუფუნია იდგნენ“, – განაცხადა ერისთავმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად