ქადაგიძე: იმედს გამოვთქვამ საბანკო ზედამხედველობაზე კანონპროექტი კენჭისყრამდე ვერ მივა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებას გამოეხმაურა, რომელიც საბანკო ზედამხედველობის ეროვნული ბანკისგან გამოყოფას გულისხმობს. ქადაგიძე იმედოვნებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი კენჭისყრამდე ვერ მივა.

“მე იმედს გამოვთქვამ, რომ ეს კანონპროექტი კენჭისყრებამდე არ მივა, ვინაიდან, უკვე საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰქონდა ყველა მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენი დამოკიდებულებაც ნეგატიურია. ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია არამარტო ამ შემთხვევაში არსებული მენეჯმენტის პირობებში ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს წევრის წარდგენაში მონაწილეობას ღებულობს დეპუტატი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, – ეს არის გარანტი იმისა, რომ ჩვენი ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა მომავალშიც გაგრძელდეს”, – განაცხადა ქადაგიძემ. რაც შეეხება კომიტეტების მიერ არადამაკმაყოფილებელ შეფასებას ქადაგიძის თქმით, ეროვნული ბანკის საქმიანობა დადებითად ფასდება ყველა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ.

“ეროვნული ბანკის მიერ გაწეული საქმიანობა დადებითად ფასდება ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის და ორგანიზაციის მიერ. სამწუხაროა, რომ დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა განსხვავებული მოსაზრება გამოთქვეს. თუმცა ვფიქრობ, რომ განხილვა იყო საკმაოდ ხანგრძლივი და მოსახლეობას ექნებოდა შესაძლებლობა მოესმინა პასუხი ყველა კითხვაზე. მე ვთვლი, რომ ყველა კითხვაზე არის პასუხი გაცემული ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა ქადაგიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად