ქადაგიძე: ბანკების თემაზე თუ საჭირო გახდა სასამართლოში ვუპასუხებ კითხვებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, კითხვებს, რომლებიც არსებობს „ქართუ ბანკთან“, „კორსტანდარტბანკთან“, „ინტელექტბანკთან და „ლიბერთი ბანკთან“ დაკავშირებით სასამართლოზე გასცემს პასუხს.

„ყველა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიება არ დაწყებულა დღეს, დაიწყო 2012 წლის ნოემბერში. დაკითხულია ყველა მონაწილე. თუ გამოძიება ჩათვლის, რომ ადგილი ჰქონდა კანონის დარღვევას, მაშინ ის ვალდებულია წაიღოს ბრალდება სასამართლოში და ყველა ადამიანი, მათ შორის მეც, სასამართლოში უპასუხებს კითხვებს. მანამდე ამის წამოწევა არის არის სპეკულაცია. ეს არ არის პარლამენტის ფორმატი, პროკურატურას ყველა ჰყავს დაკითხული, თუ ვინმეს დაკითხვა შეიძლებოდა“- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ საკომიტეტო მოსმენაზე.

მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე რამდენიმე წელია აცხადებს, რომ საჭიროა, რომ დაელოდონ გამოძიებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად