ქადაგიძე: აგვისტოს ომის 10 წლის თავზე რუსეთში უნდა ვიმღეროთ თუ არა, ამას რომ განვიხილავთ, ძალიან სირცხვილია

ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს. 

"ჩვენ უფრო სწრაფად ვანიარაღებთ საბჭოეთს ვიდრე თქვენ" – უთხრა დონალდ კენდალმა (კომპანია პეპსის დირექტორმა) ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.

საქმე იმაში გახლდათ, რომ 1989 წელს იმისთვის რომ საბჭოთა კავშირიდან ამონაგები მყარ ვალუტაში გაეტანათ, გამაგრილებელი სასმელების კომპანიამ შეიძინა 17 წყალქვეშა გემი (150 ათას დოლარად თითო) და ერთი ნავთობის ტანკერი, რომელიც შემდეგ ჯართად უნდა გაეყიდა.

აი ასეთ, დაშლილ და ღრმა ეკონომიკურ/პოლიტიკურ კრიზისში მყოფი რუსეთის პირობებში მოვახერხეთ, სამოქალაქო დაპირისპირება, აფხაზეთის დეფაქტო დაკარგვა, ცხინვალის პირველი ომი, ეკონომიკის 70% ჩამოშლა, ენერგოკრიზისი, მოსახლეობის 20%-ის ემიგრაცია ჩავეშვით რა კორუფციულ/კრიმინალურ ჭაობში.

მხოლოდ ამ ყველაფრის შემოქმედებს, მათ იდეურ მხარდამჭერებს და მემკვიდრე "ელიტებს" შეუძლიათ საკუთარი ქვეყანა, საკუთარ საზღვრებში, საკუთარ მიწაზე დაადანაშაულონ ომის დაწყებაში და "პროვოკაციის ვერ აცილებაში".

პ.ს. აგვისტოს ომის 10 წლის თავზე რუსეთში უნდა ვიმღეროთ თუ არა, ამას რომ სერიოზულად განვიხილავთ ძალიან სირცხვილი მგონია კიდევ. ბოდიში ზედმეტი ფათეტიკისთვის", – წერს ქადაგიძე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად