ქაბულში, ქორწილში მომხდარ აფეთქებას 63 ადამიანი ემსხვერპლა და 180 დაშავდა

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ქორწილში მომხდარ აფეთქებას 63 ადამიანი ემსხვერპლა. მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, ყოველ საათში გაიზარდოს. ინფორმაციას TOLO News-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო “როიტერი” წერს, რომ 180-ზე მეტ დაშავებულს სხვადასხვა ხარისხის სიმძიმის დაზიანებები აღენიშნება. მათი უმეტესობა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ნუსრატ რაჰიმის თქმით, აფეთქება 17 აგვისტოს, საღამოს, Shahr-e-Dubai-ს საბანკეტო დარბაზში მოხდა, რომელიც ქაბულის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. სამართალდამცავებმა ინციდენტის გამოძიება დაიწყეს. პოლიცია აფეთქების მიზეზებს ადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...