ქაბულში მომხდარ აფეთქებას მინიმუმ სამი ადამიანი ემსხვერპლა

ქაბულში, სპეცდანიშნულების განყოფილების კართან აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად მინიმუმ სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ შესაბამისს ინფორმაციას სპეცდანიშნულების ხელმძღვანელობა ავრცელებს.

მომხდარის შედეგად დაშავებულია კიდევ რვა ადამიანი, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად