პუტინსა და ზელენსკის შორის მორიგი სატელეფონო საუბარია მოსალოდნელი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ვადიმ პრისტაიკო აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს შორის მორიგი სატელეფონო საუბარია მოსალოდნელი. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც ეთერიც უკრაინული “მეხუთე არხი” გადასცემდა.

მან გაიხსენა, რომ წინა საუბრისას ვლადიმერ პუტინმა და ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინელი მეზღვაურებისა და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების საკითხი განიხილეს.
პრისტაიკომ აღნიშნა, რომ კიევი მზად არის, აღნიშნულის შესახებ ყოველდღე ისაუბროს, რადგან რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს ტაბუ არ ადევს.
მისი თქმით, მხარეებს შორის მომავალი სატელეფონო საუბრის კონკრეტული თარიღი უცნობია.

11 ივლისს, პუტინსა და ზელენსკის შორის პირველი სატელეფონო საუბარი შედგა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ საუბარი კიევის ინიცაიტივით შედგა. მან დასძინა, რომ მხარეებმა დონბასში შექმნილი ვითარება და უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლების საკითხი განიხილეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...