პუტინმა ტრამპს საახალწლო მილოცვაში ქვეყნებს შორის პრაგმატული ურთიერთობის დამყარება უსურვა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მისამართით გაგზავნილ საახალწლო მილოცვაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აღნიშნავს, რომ ორმხრივი დიალოგი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის აუცილებელია, რათა გამოინახოს პასუხები გლობალურ გამოწვევებზე და გამყარდეს სტრატეგიული სტაბილურობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისი განცხადება კრემლის ოფიციალურ საიტზე ვრცელდება.

რუსეთის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებს.

"ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემდა პრაგმატული ურთიერთთანამშრომლობის თვალსაზრისით წინ წაწევას, რაც გრძელვადიან პერსპექტივაზე იქნებოდა ორიენტირებული", – აღნიშნავს პუტინი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად