პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსებას მხარი დაუჭირა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსების თაობაზე ე.წ. ხელშეკრულებას მხარი დაუჭირა. მთავრობამ ვლადიმერ პუტინს დოკუმენტზე ხელმოწერა შესთავაზა, რომელიც მან დააკმაყოფილა. შესაბამისი ბრძანება ოფიციალურ პორტალზე გავრცელდა.

”მივიღე რუსეთის მთავრობის წინადადება, ხელი მოვაწერო შეთანხმებას რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის აფხაზეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის ხარჯებისა დაფინანსების შესახებ”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ბრძანებულების თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთთან საბოლოო შეთანხმების მიღწევისთვის ე.წ. ხელშეკრულებას ხელი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც უნდა მოაწეროს.

როგორც სააგენტო Апсныпресс წერს, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის დაფინანსების შესახებ შეთანხმებას აგვისტოს ბოლოს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ და ოკუპირებული აფხაზეთის  ე.წ. თავდაცვის მინისტრმა, ე.წ. არმიის გენერალმა მირაბ ქიშმარიამ მიაღწიეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად