პუტინმა მედვედევს სთხოვა, ახალი მთავრობის ფორმირებამდე, მოვალეობა შეასრულოს

რუსეთის მთავრობა თანამდებობიდან გადადგა. BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. კონკრეტული მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

“ცვლილებები, როდესაც ისინი მიიღებენ, ყველანაირი ალბათობით, განხილვის შემდეგ მოხდება, როგორც ითქვა, ისინი მნიშვნელოვან ცვლილებებს შემოიღებენ არა მხოლოდ კონსტიტუციის არაერთ მუხლში, არამედ ზოგადად, ძალაუფლების ბალანსის, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე”, – განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

”ამ კონტექსტში, აშკარაა, რომ ჩვენ, როგორც რუსეთის ფედერაციის მთავრობამ, ქვეყნის პრეზიდენტს უნდა მივცეთ შესაძლებლობა, მიიღოს ყველა საჭირო გადაწყვეტილება, და ამ პირობებში, დარწმუნებული ვარ, რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგება”,- დასძინა მან.

ვლადიმერ პუტინმა მთავრობას სთხოვა, მთავრობის ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბებამდე, მინისტრებმა მოვალეობა შეასრულონ.

დღეს, ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეას წერილი გაუგზავნა. კერძოდ, მან ასამბლეას პრეზიდენტსა და ძალაუფლების მქონე სხვა ინსტიტუტებს შორის უფლებამოსილების გადანაწილებასთან დაკავშირებით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა შესთავაზა.

რუსეთის მთავრობის ამჟამინდელი შემადგენლობა 2018 წლის მაისში ჩამოყალიბდა. დიმიტრი მედვედევი მთავრობას 2012 წლიდან ხელმძღვანელობს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად