პუტინის “შავი მილიონები” ამერიკული გარემოსდაცვითი ორგანიზაცებისთვის

პუტინი ამერიკული გაზის და ნავთობის დასაბლოკად გარემოსდაცვით ორგანიზაციებს აფინანსებს – ამის შესახებ სტატიას Washington Times-ი აქვეყნებს.
რომელ ქვეყანას აქვს ყველაზე დიდი ინტერესი, რომ  ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში ნავთობის და გაზის წარმოება შეჩერდეს? პასუხი ერთია – რუსეთის ფედერაცია, რომლის რამოდენიმე ასეული მილიარდი დოლარი ამ პროდუქციის ევროპაში ექსპორტზეა დამოკიდებული,  – ვკითხულობთ სტატიაში
რუსეთისთვის რაციონალურია, რომ რამოდენიმე ასეული მილიონი დოლარი აღნიშნული ქვეყნების ნავთობის და გაზის წარმოების შეჩერებას მოახმაროს, რათა საკუთარი შემოსავლების ნაკადი დაიცვას. უკვე არაერთხელ დაწერილა და დოკუმენტურადაც დამტკიცებულა, რომ ამისთვის რუსეთი როგორც ქრთამს, ასევე დეზინფორმაციის გავრცელებას მიმართავს. ასევე არსებობდა ეჭვები, რომ რუსეთი ამერიკაში ნავთობისა და გაზის წარმოების შეწყვეტისთვის, გარემოსდაცვით ორგანიზაციებსაც აფინანსებდა.  ავტორი პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის თანამშრომლების მოსყიდვაზეც საუბრობს იმ მიზნით, რომ გაზისა და ნავთობის მოპოვება ქვეყანაში შემცირებულიყო, შედეგად კი სამუშაო ადგილები და ეკონომიკური ზრდა ამერიკაში შემცირებულიყო.
 
"გარემოსდაცვითი პოლიტიკის ალიანსის"  მკვლევარებმა გამოაქვეყნეს ანგარიში, რომლის მიხედვითაც რუსეთის მხრიდან ათობით მილიონი დოლარი შავ კამპანიას მოხმარდა.  კერძოდ, ბუნდოვანი გარემოსდაცვითი ორგანიზაციების დაფინანსებას, როგორებიც არის „სიერა კლუბი“, ბუნებრივი თავდაცის საბჭოს ლიგა“ და "კონსერვაციის ამომრჩევლები".
 
თეთრმა სახლმა და სენატმა არ დაუჭირა მხარი კანონპროექტს,  რომლის მიხედვითაც, ახალი Keystone XL მილსადენი აშენდება. მილსადენი კანადიდან მძიმე, დაუმუშავებული  ნედლეულის ამერიკის ქარხნებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს, ამით ამერიკა ვენესუელას მძიმე ნედლეულს ნაწილობრივ  ჩაანაცვლებს. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, მიუხედავად იმისა რომ მილსადენის მშენებლობა დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. აშენდება თუ არა მილსადენი, მძიმე ნედლეულის წარმოებას კვლავ კანადა ახორციელებს, ამერიკაში კი მისი ტრანსპორტირება რკინიგზის ან სატვირთო მანქანებით ხორციელდება, თუმცა ბევრად მეტი ღირებულებით. ვინ ნახულობს სარგებელს მილსადენის მშენებლობისთვის ვეტოს დადებით? პასუხი ერთია – ვენესუელას მარქსისტული მთავრობა და მისი რუსული, ირანული და კუბური მოკავშირეები.
სტატიის ავტორი ალიასკაში რუსეთისა და ამერიკის ინტერესებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ რუსეთი ერზერვებს მანამდე კეტავს,  სანამ რეგიონზე სრულ კონტროლს არ მოიპოვებს.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად