პუტინის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობა რუსეთიდან ერევნის გავლით ფრენებს დაასუბსიდირებს

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 24 ივლისის დადგენილებით, ცვლილება შედის „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალურ წესში, რის მიხედვით,  რუსეთის ფედერაციიდან ერევნის გავლით ფრენები 600 ათას ევრომდე თანხით დასუბსიდირდება.

მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ:

„სტიმულირების ხელშეკრულების მიზნებისთვის პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებებად ითვლება რუსეთის ფედერაცია – ერევანი- ბათუმი-ერევანი-რუსეთის ფედერაციისა და რუსეთის ფედერაცია-ერევანი-თბილისი-ერევანი-რუსეთის ფედერაციის მიმართულებით თუკი სახეზეა რეგულარული სატრანზიტო ფრენა და ხორციელდება მგზავრების თბილისის ან ბათუმის აეროპორტის მიმართულებით გადაყვანა რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი აეროპორტიდან, რომლიდანაც ხდება მოგზაურობის დაწყება (და ასევე ხორციელდება საპირისპირო მიმართულებით ფრენა რუსეთის ფედერაციის მიმართულებით) და ერევნის საერთაშორისო აეროპორტი გამოიყენება სატრანზიტო აეროპორტად.

1010 ხელშეკრულების ღირებულება უნდა განისაზღვროს  არა უმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) ევროს ოდენობით დღგ-ის გარეშე, თითოეულ ისეთ ჩამომფრენ მგზავრზე, რომელთა მგზავრობაც დაიწყო რუსეთი ფედერაციაში და დასრულდა ალექსანდრე ქართველის სახელობის სახელობის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ან შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სტიმულირების პროგრამის ფარგლებში, ორივე მიმართულებისთვის, ჯამური ღირებულება არ უნდა აღემატობოდეს 600 00 ევროს დამატებული ღირებულების გარეშე“.

1011. პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების ხელშეკრულების ფარგლებში ავიაკომპანიამ უნდა უზრუნველყოს წლის განმავლობაში უწყვეტად, კვირაში, სულ მცირე 2 სიხშირის შესრულება თითოეულ პრიორიტეტულ სატრანზიტო მიმართულებაზე.

1012 . შემსყიდველი უფლებამოსილია, პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულება თითოეულ მიმართულებაზე ერთ ავიაკომპანიასთან გააფორმოს არა უმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით

1013. იმ შემთხვევაში თუ პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნით შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ მიმართავს ერთზე მეტი ავიაკომპანია და მათგან ორი ან მეტი აკმაყოფილებს პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულების გაფორმებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, ხელშეკრულების გაფორმების რიგითობა განისაზღვრება ამ ავიაკომპანიების მიერ მოთხოვნის წარდგენის დროის მიხედვით, თანმიმდევრობით, რომელმაც პირველმა მიმართა შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ – რომელსაც ხელს აწერს მამუკა ბახტაძე. თუმცა, ხელშეკრულებაში არ არის მითიტებული, რომელ ავიაკომპანისთან გაფორმდება ხელშეკრულება.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტიმა რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად