პუტინის განცხადების საპასუხოდ, საპატრიარქო მრევლს მოუწოდებს, წელს საქართველოში დაისვენოს

საქართველოს საპატრიარქო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მიერ საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებას განცხადებით პასუხობს, რომელსაც ოფიციალურ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

“ა.წ. 19 ივნისიდან განვითარებულმა მოვლენებმა, შეიძლება ტურისტული მომსახურების სფეროში ჩართული არაერთი ჩვენი მოქალაქე სერიოზულად დააზარალოს, რადგან ბევრ მათგანს აღებული აქვს საბანკო კრედიტი და პრობლემები შეექმნება მის დაფარვაში.

ამიტომაც ვთხოვთ ხელისუფლებას და ბანკების ხელმძღვანელებს, ვიდრე ვითარება შეიცვლება, მაქსიმალურად გაუწიონ შეღავათი ტურისტულ სექტორში დასაქმებულ კრედიტორებს.

ამასთან, ვთხოვთ ჩვენს მრევლს, – შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, წელს ამჯობინეთ დასვენება საქართველოში”- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...