პუტინის ბრძანებულება – რუსეთის პასპორტები გამარტივებული წესით ოკუპირებული ტერიტორიებისთვის

გუშინ, კრემლის საიტზე განთავსდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ზოგიერთი რაიონების მცხოვრებთათვის რუსეთის პასპორტების გამარტივებული წესით გაცემის შესახებ.

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ დონბასის ანექსიის მცდელობად შეაფასა. მისი სიტყვებით, თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის და თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მცხოვრებთათვის გამარტივებული წესით პასპორტების გაცემა – ეს არის მცდელობა “გაამრთლონ და ლეგიტიმური გახადონ დონბასის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ყოფნა” და შექმნან იქ რუსული ანკლავი უკრაინის წინააღმდეგ შემდგომი აგრესიის მიზნით.

ამ ბრძანებულებით რუსეთმა “აღიარა თავისი, როგორც სახელმწიფო-ოკუპანტის პასუხისმგებლობა”, – განაცხადა უკრანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ვლადიმირ ზელენსკის პრეს-სამსახურმა.

“ეს ქმედება მსოფლიო თანამეგობრობისთვის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა სახელმწიფო-ოკუპანტის, რუსეთის ნამდვილი როლის. სამწუხაროს, ეს ბრძანებულება არ გვაახლოებს ჩვენ ძირითადი ამოცანის გადაჭრას – ცეცხლის შეწყვეტას”, – ნათქვამია განცხადებაში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო დონბასში შექმნილი სიტუაციის, კონკრეტულად კი რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულების შესახებ იმსჯელებს. ამის შესახებ “უკრინფორმის” თანახმად, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლობის პრესმდივანმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

ოლეგ ნიკოლენკოს თქმით, სხდომა უკრაინის მოთხოვნით დღეს, 25 აპრილს, ნიუ-იორკის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

თარგმანი: რაულ კაპანაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად