პუტინი: “თურქეთის ნაკადისა” და Nord Stream-ის მშენებლობებს პოლიტიკური ფონი არ გააჩნია

“თურქეთის ნაკადისა” და Nord Stream-ის გაზსადენების მშენებლობა ექსკლუზიურად კომერციული ხასიათისაა და პოლიტიკური ფონი არ გააჩნია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას RBC ავრცელებს

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ის პროექტები, რომლებიც ევროპულ კომპანიებთან ერთად ხორციელდება, ხელს შეუწყობს გაზმომარაგების მარშრუტების დივერსიფიკაციას, სატრანსპორტო რისკების აღმოფხვრასა და ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.

გაზსადენი „ჩრდილოეთ ნაკადი 2″ მოიცავს ორი გაზსადენის მშენებლობას მთლიანი სიმძლავრით, 55 მლრდ კუბური მეტრი. უკრაინა აღნიშნულ პროექტს ეწინააღმდეგება, ისევე როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი. რუსეთმა არაერთხელ აღნიშნა, რომ Nord Stream II  კომერციული და კონკურენტუნარიანი პროექტია, რომელიც  უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროკავშირში ტრანზიტის შეჩერებას არ ითვალისწინებს.

Nord Stream-2-ის, ისევე როგორც “თურქული ნაკადის” გაზსადენის გაშვებამ, რომელიც ასევე 2019 წელს უნდა დასრულდეს, შესაძლოა უკრაინის ინტერესები დააზიანოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად