პუტინი: საგარეო ზეწოლა ბელარუსზე უპრეცედენტოა, მოსკოვსა და მინსკს შორის ურთიერთობა კი ისევ მეგობრულია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ბელარუსზე განხორციელებულია არნახული საგარეო ზეწოლა. რუსეთისა და ბელარუსის რეგიონების ფორუმის მონაწილეებისთვის გაგზავნილ ვიდეო მიმართვაში, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ურთიერთობები მოსკოვსა და მინსკს შორის ძმური და მოკავშირული რჩება და კონიუნქტურას არ ექვემდებარება.

“ახლა, იმის გათვალისწინებით თუ რა მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა ბელარუსის რესპუბლიკა, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უპრეცედენტო საგარეო ზეწოლის პირობებში, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რუსეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობა არ ექვემდებარება კონიუნქტურას, მათ მყარი საფუძველი აქვთ“, – აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.

”ყოველივე ამის შემდეგ, ჩვენს სახელმწიფოებს აერთიანებს ძლიერი კულტურული და სულიერი კავშირები, რომლებიც ფესვგადგმულია საუკუნეებში, ფართო ნათესაური და ოჯახური კავშირები, საერთო ისტორია”,- დასძინა პუტინმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად