პუტინი: НАТО-ს გაფართოება ცივი ომის დროინდელი ბლოკური აზროვნების გამოვლინებაა

რუსეთის პრეზიდენი პუტინი ეკონომიკური კონკურენტების ცალმხრივი ეკონომიკური სანქციებით და კულუარული შეთანხმებების წინააღმდეგია. როგორც rbc.ru წერს გაეროს ასაბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პუტინმა დახურული ექსკლუზიური ეკონომიკური გაერთიანებების შექმნა გააპროტესტა და განაცხადა, რომ ამგვარი ქმედებები მთელი რიგი ქვეყნების სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს.

 პუტინი ამ საკითხების გაეროსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ფარგლებში განხილვას ითხოვს. რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში შექმნილი სიტუაცია მიმოიხილა და განაცხადა, რომ იქ გარკვეულმა ძალებმა კარგად გამოიყენეს ხალხის ერთი ნაწილის უკმაყოფილება სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად. პუტინის აზრით, სისხლისღვრის შეჩერება უკრაინაში მხოლოდ მინსკის შეთანხმების შესრულებით არის შესაძლებელი.

მისივე თქმით, ე.წ. დემოკრატიული რევოლუციების ექსპორტი კვლავაც გრძელდება. НАТО-ს გაფართოება კი, მისი აზრით, ცივი ომის დროინდელი ბლოკური აზროვნების აშკარა გამოვლინებაა. მიგრანტების პრობლემის გადაწყვეტა პუტინის აზრით, მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში არსებული სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების შემთხვევაშია შესაძლებელი. პუტინმა ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია ფართომასშტაბიანი საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის შექმნა. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ეს უნდა იყოს ანტიჰიტლერული კოალიციის მსგავსი გაერთიანება. რომელსაც ექნება ერთი მიზანი, წინ აღუდგეს საერთაშორისო ტერორიზმს. პუტინმა გაეროს როლზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სხვადასხვა საკითხებზე გაეროს წევრებს ყოველთვის ექნებათ განსხვავებული შეხედულებები. მისი აზრით, გაეროს მიზანიც ის უნდა იყოს, რომ მოხერხდეს კომპრომისული გადაწყვეტილებების მიღება. პუტინის გამოსვლისას უკრაინის დელეგაციამ გაეროს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარები
იტვირთება...