პუტინი: რუსეთი აზიაში მცირე და საშუალო რადიუსის რაკეტების გამოჩენას სარკისებურად უპასუხებს

რუსეთი აზიაში ამერიკული საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების (INF) გამოჩენას სარკისებურად უპასუხებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “ვალდაის” სადისკუსიო კლუბში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

“გააუმჯობესებს თუ არა ეს აზიაში ვითარებას? არა, სიტუაცია მხოლოდ გაუარესდება, ეს ახალ საფრთხეებს  შექმნის”,- განაცხადა პუტინმა და იმედი გამოთქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია მოგვარდება.

მანამდე, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მსოფლიოში აშშ-ს მიერ საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების აღმოფხვრის შესახებ ხელშეკრულებიდან (INF ხელშეკრულება) გასვლის შემდეგ, ვითარება გაუარესდა.

აგვისტოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ანდრეა ტომპსონმა განაცხადა, რომ აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად, აზიაში ახალი საშუალო დონის რაკეტების განლაგების შესაძლებლობას განიხილავს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება სახელმწიფო ლიდერების სუვერენული უფლებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად