პუტინი: რუსეთი არცერთ ქვეყანასთან არ აპირებს ომს

რუსეთი არ აპირებს რომელიმე ქვეყანასთან ომს და ქმნის პირობებს, რათა არავის მოუვიდეს თავში მასთან ბრძოლა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ТАСС-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ არ ვაპირებთ ვინმესთან ომს. ჩვენ ვაპირებთ, შევქმნათ პირობები იმისათვის რომ არავის მოუვიდეს თავში აზრად ჩვენთან ბრძოლა“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის ლიდერის თქმით, რუსეთი მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს საომარი ბიუჯეტის მიხედვით. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ შტატებს 00 წლისთვის „არანორმალური ბიუჯეტი“ – 738 მილიარდი აშშ დოლარი აქვს გაწერილი, რაც 16-ჯერ მეტია რუსეთის მაჩვენებლზე, რაც 48 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

პუტინმა აგრეთვე ისაუბრა შექმნილი სიტუაციის უნიკალურობის შესახებ. მისი თქმით, თუკი ადრე, ქვეყნის უახლეს თანამედროვე ისტორიაში, რუსეთი ყოველთვის ახლოს იყო თავის კონკურენტებთან სტრატეგიული იარაღის თვალსაზრისით, ახლა ყველაფერი პირიქით არის. მისი თქმით, ქვეყანაში შექმნილია ჰიპერსონალური იარაღის კომპლექსები, რომელიც სხვაგან არსად არ არსებობს.

პუტინის თქმით, რუსეთი რეალურად მუშაობს ტექნიკის მოდერნიზაციაზე. მისი განცხადებით, ქვეყანაში თანამედროვე ტექნიკის წილი 70%-ს შეადგენს, ხოლო ადრე ეს მაჩვენებელი 6% იყო. როგორც ვლადიმირ პუტინი აცხადებს, საომარი ტექნიკის განვითარება და სრულყოფა აუცილებელია, მსოფლიოში სტრატეგიული სტაბილურობისა და ძალთა ბალანსისთვის, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად