პუტინი: როგორც ჩემთვის ცნობილია, დღეს რუსეთში COVID19-ის პირველი ვაქცინა დარეგისტრირდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრის, გახსნისას განაცხადა რომ ქვეყანაში დღეს ახალი კორონავირუსის მსოფლიოში პირველი ვაქცინა დარეგისტრირდა.

”რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ დილით, პირველად მსოფლიოში, რუსეთში დაარეგისტრირეს ახალი კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პუტინი იმედოვნებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო მრავალი ვაქცინა დროთა განმავლობაში გამოჩნდება მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად