პუტინი რაულ ხაჯიმბას დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად ხელახალ არჩევას ულოცავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას მისალოცი წერილი გაუგზავნა.

პუტინი მას დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს. შესაბამისი დოკუმენტი კრემლის ოფიციალურ ვებ გვერდზე ქვეყნდება.

„ვიმედოვნებ, რომ თქვენი საქმიანობით პრეზიდენტის რანგში სამომავლოდაც გააგრძელებთ რუსულ-აფხაზური ურთიერთობის გამყარებას, რომელიც სტრატეგიულ პარტნიორობას ემყარება“, – ულოცავს პუტინი ხაჯიმბას.

პუტინი აგრეთვე აღნიშნავს, რომ რუსეთი გააგრძელებს დე ფაქტო აფხაზეთთან მეგობრულ ურთიერთობას და დაეხმარება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებსა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...