პუტინი: პანდემია რუსეთში თანდათანობით უკან იხევს

კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით რუსეთის ხელისუფლების მოქმედებები შეესაბამება საფრთხეების დონეს და იძლევა დადებით შედეგს – რუსეთში პანდემია თანდათანობით იკლებს, – ამის შესახებ ხუთშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ობიექტური მონაცემები ცხადყოფს, რომ რუსეთში პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული ქმედებები “შეესაბამება იმ საფრთხეების დონეს, რომელსაც კორონავირუსი უქმნის მოქალაქეებს”.

”და საერთოდ ეს ქმედებები იძლევა დადებით შედეგს”, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა. ”პანდემია ნამდვილად თანდათანობით უკან იხევს”.

მან განმარტა, რომ დაინფიცირებული რუსების რიცხვი მცირდება და გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა “სტაბილურად გადააჭარბა იმ პაციენტებს, ვინც ბოლო დროს დაავადდა”.
“ზოგადად, სიკვდილიანობის თვალსაზრისით, სიტუაცია დამაკმაყოფილებელია, თუ ამაზე საუბარი ამ კატეგორიებში შეგვიძლია. ამის მიუხედავად, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ეს ასეა”, – დასძინა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად