პუტინი: ჯერ არ გადამიწყვეტია, მივიღებ თუ არა მონაწილეობას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მას ჯერ არ გადაუწყვიტავს, იყრის თუ არა კენჭს 2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში. ამის შესახებ მან ყოველწლიური დიდი პრეს-კონფერენციის ფარგლებში დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ჯერ არ მიმიღია გადაწვეტილება, მივიღებ თუ არა მონაწილეობას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. რაც შეეხება ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, ეს მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პუტინმა კონსტიტუციაში მიღებული შესწორების შესახებ დასმულ შეკითხვაზე, რომლის წყალობითაც საპრეზიდენტო ვადების განულება მოხდა.

წელს ღონისძიება ტარდება ახალ ფორმატში. პრეზიდენტი ნოვო-ოგარიოვოში, თავის რეზიდენციაშია, ხოლო ჟურნალისტები რამდენიმე პრესცენტრში. ჟურნალისტები პრეზიდენტს შეკითხევს ონლაინ რეჟიმში ისვამენ. პრესკონფერენციაზე აუცილებელია პირბადეები, ხელთათმანები და დაცულია ორმეტრიანი დისტანცია. ამავდროულად, აკრძალულია პლაკატები, რომლებიც ადრე ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო.

პრეს-კონფერენცია ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ აქ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად