პუტინი: აუცილებელია, რომ სირია გათავისუფლდეს უცხო ქვეყნების სამხედროებისგან

“აუცილებელია, რომ სირია გათავისუფლდეს არალეგიტიმური, უცხო ქვეყნების სამხედროებისგან“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ეხება ყველა სახელმწიფოს.

„თუკი სირიის მომავალი, ლეგიტიმური ხელისუფლება იტყვის, რომ ქვეყანას აღარ სჭირდება უცხო ქვეყნების სამხედროების იქ ყოფნა, მათ შორის რუსული სამხედროების, ეს რუსეთსაც შეეხება, ცხადია“, – განაცხადა პუტინმა.

თურქეთის სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ სირიაში 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, აღნიშნული ოპერაციის მიზნად ე.წ. უსაფრთხო ზონის შექმნა დაასახელა, სადაც სირიელი დევნილები დაბრუნებას შეძლებდნენ. გარდა ამისა, ოპერაცია მიმართულია ქურთების თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ვაშინგტონმა თავის მხრივ, უარი თქვა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარე ოპერაციისთვის მხარდაჭერაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი განაცხადა, რომ თუკი ანკარა, ოპერაციის ფარგლებში ზღვარს გადავა, თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს. სახელმწიფო დეპარტამენტმა კი განაცხადა, რომ მზად არის ერდოღანის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად