რუსეთის მეთაურმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყანა იძულებულია ახალი ტიპის იარაღით უპასუხოს ახალ საფრთხეებს, – ამის შესახებ მან ყოველწლიურ პრეს-კონფერენციაზე განაცახდა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
“თქვენ ჭკვიანი ხალხი ბრძანდებით ხომ? რატომ ფიქრობთ, რომ ჩვენ შტერები ვართ?” – აღნიშნა პუტინმა, როდესაც იგი საუბრობდა დასავლეთის ქვეყნების პრეტენზიების შესახებ რუსეთთის სამხედრო-სტრატეგიულ სფეროსთან დაკავშირებით.
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ნატო-ს ქვეყნები ახლა რუსეთის თავზე დაიწყებენ ფრენას და ასე მიაწვდიან აშშ-ს ინფორმაციებს. რუსეთს კი, მისი თქმით, ასეთი ინფორმაციები არ აქვს.
წელს ღონისძიება ტარდება ახალ ფორმატში. პრეზიდენტი ნოვო-ოგარიოვოში, თავის რეზიდენციაშია, ხოლო ჟურნალისტები რამდენიმე პრესცენტრში. ჟურნალისტები პრეზიდენტს შეკითხევს ონლაინ რეჟიმში ისვამენ. პრესკონფერენციაზე აუცილებელია პირბადეები, ხელთათმანები და დაცულია ორმეტრიანი დისტანცია. ამავდროულად, აკრძალულია პლაკატები, რომლებიც ადრე ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო.
პრეს-კონფერენცია ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ იხილოთ აქ