პუტინი აცხადებს, რომ დაინტერესებული არ არის ტრამპისა და ზელენსკის სატელეფონო საუბრით

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული იმ სიტუაციით, რომელშიც მისი უკრაინელი კოლეგა ვლადიმირ ზელენსკი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ში პოლიტიკური სკანდალია აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ. სწორედ ეს საუბარი გახდა ტრამპის იმპიჩმენტის მოტივი. მისი პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ სატელეფონო საუბრის დროს, ტრამპი აიძულებდა ვლადიმირ ზელენსკის, რომ ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. ჰანტერ ბაიდენი კი, მომავალ არჩევნებში, დონალდ ტრამპის შესაძლო მთავარი ოპონენტის ვაჟია.

აშშ-ის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები შორს არ იხედებიან, ერთი ნაბიჯით წინაც კი არ იყურებიან, – მიიჩნევს პუტინი.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ გამოძიება რუსეთის შესაძლო ჩარევის შესახებ აშშ-ის არჩევნებში, მხოლოდ მოტივი გახდა იმისათვის, რომ ტრამპის წინააღმდეგ სანქციები დაეკისრებინათ და მასზე ზეწოლა მოეხდინათ.

პუტინი აღნიშნავს, რომ ამის ვარაუდის ფონზე დაწესდა სანქციები. შემდეგ კი სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა გაარკვია, რომ შეთქმულება არ მომხდარა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სანქციები კვლავ ძალაში დარჩა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად