პუტინი აცხადებს, რომ არაა წინაღმდეგი, იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე 2024 წელს

დღეს, 10 მარტს, რუსეთის დუმა კონსტუტუციაში ცვლილებების კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავდა

დეპუტატმა ალექსანდრე კარელინმა (სამგზის ოლიმპიური და ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონი კლასიკური სტილით ჭიდაობაში, რუსეთის დუმის ხუთი მოწვევის დეპუტატი, “ედინაია რასიას” პოლიტსაბჭოს წევრი) განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, ვლადიმირ ჟირინოვსკის მიერ ადრე გაჟღერებულ ინიციატივას და საჭიროდ მიიჩნევს ძირითადი კანონის მიღების შემდეგ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

ინიციატივის ხორცშესახმელად “ედინაია როსიას” და რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის მიერ პრეზიდენტის კანონში საკონსტუტიციო ცვლილებების შესახებ შესაბამისი შესწორებაც მოამზადეს, რომელსაც მხარი მხოლოდ კომუნისტებმა არ დაუჭირეს და განაცხადეს, რომ ჯერ  რუბლი, ნავთობის ფასები და  კორონავირუსის პრობლემაა მისახედი.

“ედინაია როსიას” უმაღლესი საბჭოს წევრმა, დეპუტატმა ვალენტინა ტერეშკოვამ (დაბ. 1937 წელს, მსოფლიოში პირველი კოსმონავტი ქალი) შეიტანა წინადადება გაენულებინათ პუტინის პრეზიდენტობის წლები.

ტერეშკოვას წინადადების შემდეგ დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა პრეზიდენტთან კონსულტაციის საჭიროება მოიმიზეზა და შესვენება გამოაცხადა,  შესვენების შემდეგ კი დეპუტატების წინაშე პრეზიდენტი წარდგა.

პუტინმა განაცხადა, , რომ ვერ ხედავს ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას, მით უფრო კონსენსუსის არარსებობის პირობებში და საბოლოოდ, დეპუტატებმა ეს შესწორება მოხსნეს განხილვიდან.

შეეხო რა ვალენტინა ტერეშკოვას წინადადებას მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ, პუტინმა განაცხადა, რომ უალტერნატივო არჩევნები არ არის საჭირო, არჩევნები ღია და კონკურენტული უნდა იყოს და მიიჩნევს, რომ კანონის იმგვარად ცვლილება, რომ მას მიეცეს 2024 წელს ზედიზედ მეორე, ჯამში კი მეოთხე საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, პრინციპში შესაძლებელია, მაგრამ იმ პირობით, თუ საკონსტუტიციო სასამართლო გასცემს ოფიციალურ დასკვნას, რომ ასეთი ცვლილება არ ეწინააღმდეგება ძირითადი კანონის პრინციპებს.

პუტინის გამოსვლის შემდეგ დუმის დეპუტატებმა კენჭი უყარეს საპრეზიდენტო კანონს საკონსტუტიციო ცვლილებების შესახებ, მასში საპრეზიდენტო ვადების განულების თაობაზე შეტანილი შესწორებითურთ და ის მეორე მოსმენით (382 – მომხრე და 44 – თავი შეიკავა) მიიღეს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად