პუტინი: აშშ-ს ”საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ” ხელშეკრულების დარღვევაზე მტკიცებულება არ წარმოუდგენია

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ რუსეთმა საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ” ხელშეკრულება დაარღვია. ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ იტყობინება.

“როგორც ყოველთვის, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ჩვენ ხელშეკრულებას ვარღვევთ”- აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განცხადებით, ვაშინგტონი მოსკოვს 60 დღიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ “საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ” ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

“საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულების“ დარღვევა არ შეიძლება განვიხილოთ მსოფლიოში რუსეთის უკანონონო ქმედებების უფრო დიდი მაგალითებისგან განცალკევებით. რუსეთის სამარცხვინო ქმედებების ჩამონათვალი დიდია: საქართველო, უკრაინა, სირია, არჩევნებში ჩარევა, სკრიპალები და ახლა კერჩის სრუტე. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია. ამ ფაქტის გათვალისწინებით, დღეს შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჩვენ დავადგინეთ რუსეთის მიერ ხელშეკრულების დარღვევა. 60 დღეში შეერთებული შტატები შეაჩერებს ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებების განხორციელებას, თუკი რუსეთი არ დაუბრუნდება ხელშეკრულებით პირობების შესრულებას,”-აცხადებს მაიკ პომპეო.

მან დასძინა, რომ მხოლოდ რუსეთს შეუძლია ხელშეკრულება დაიცვას და კვლავ პატივი სცეს თავის დებულებებს. „მოსკოვს SSC-8-ის რაკეტების რამდენიმე ბატალიონი გააჩნია”,- განაცხადა პომპეომ, ეს რაკეტები ასევე ცნობილია, როგორც 9M729.

ცნობისთვის, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ ვაშინგტონს “საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ” ხელშეკრულების დატოვება სურს.

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
მსგავსი სიახლეები

9 ქილაში დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი-თბილისის აეროპორტში აშშ-ის მოქალაქე…

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის ქვეყნები ეუთო-ში: ვადასტურებთ ურყევ მხარდაჭერას…

წინამდებარე განცხადება კეთდება ბულგარეთის, კანადის, ჩეხეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, რუმინეთის,…

ავთანდილ კენჭაძემ რუსეთის სახელით მოჭიდავე 4 ფალავანი დაამარცხა

ავთანდილ კენჭაძემ (74 კგ) რუსეთის ნაკრების კიდევ ერთი წევრი მაგომედხაბიბ კადიმაგომედოვი 7-3 დაამარცხა და…

დონალდ ტრამპი: პარიზის საპროტესტო აქციის მონაწილეები სკანდირებენ – ჩვენ გვინდა…

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ფრანგებს სურთ, რომ იგი ქვეყნის პრეზიდენტად იხილონ. ამის შესახებ…

ჰაიკო მაასი: გერმანია, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ბერლინი, ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების…

პოროშენკო: ამერიკამ და ევროპამ რუსული გემებისთვის პორტები უნდა დაკეტონ

უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მიაჩნია, რომ აშშ-მა და ევროპამ, რუსული გემები თავიანთ პორტებში არ უნდა…

იანუკოვიჩის ისრაელში სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, კიევი მის ექსტრადიციას…

იმ შემთხვევაში, თუკი უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი სამკურნალოდ ისრაელში წავა, კიევი ქვეყნის…

დონალდ ტრამპი: რექს ტილერსონი ქვასავით სულელი იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ყოფილ სახელმწიფო მდივანს რექს ტილერსონს, აღნიშნული…

General Motors-ის მიერ დახურული ქარხნები შესაძლოა ილონ მასკის კომპანიამ შეისყიდოს

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიამ შესაძლოა იყიდოს რამდენიმე ქარხანა, რომელთა…

CNN: თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი უახლოეს მომავალში თანამდებობას დატოვებს

თეთრი სახლის აპარატის ხელმძღვანელი ჯონ კელი უახლოეს დღეებში თანამდებობას დატოვებს,-ინფორმაციას ტელეარხი CNN- ი…
კომენტარები
იტვირთება...