პუტინი აღიარებს, რომ ძალოვანებს ყირიმის აღება უბრძანა (ვიდეო)

ტელეკომპანია "Россия-1"-მა დააანონსა ანდრეი კონდრაშოვის ფილმი "გზა სამშობლოსკენ", სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირიმის ნახევარკუნძულის ირგვლის განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. 

ამონარიდი ანონსიდან:

"მე დავპატიჟე კრემლში ჩვენი სპეცსამსახურების, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები. მათ დავუსახე ამოცანა – უკრაინის პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა, მას უბრალოს გაანადგურებდნენ. იქ იყო დადგმული მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები, რომ დიდი ხანი არ გველაპარაკა. ჩვენ მოვემზადეთ იმისათვის, რომ გამოგვეყვანა ის (იანუკოვიჩი – რედ.) დონეცკიდან, ზღვით, მიწით ან საჰაერო სივრცის გამოყენებით.

ეს მოხდა 22-სა და 23 რიცხვს შორის, ჩვენ დავასრულეთ დილის 07.00 საათზე. და როდესაც ვიშლებოდით, ყველა კოლეგას ვუთხარი: ჩვენ იძულებული ვართ, რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის დაბრუნებისთვის მუშაობა დავიწყოთ",-განაცხადა პუტინმა.

მორბენალი სტრიქონის მიხედვით, ფილმი "გზა სამშობლოსკენ" ტელეეკრანებზე უახლოეს მომავალში გამოვა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, რუსეთმა უკრაინის ნახევარკუნძულის, ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, რის შემდეგაც არეულობები აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო. რუსეთის მიერ სეპარატისტების მხარდაჭერის გამო, დასავლეთის რამდენიმე ქვეყანამ, ავსტრალიამ, იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს. საპასუხოდ, რუსეთმა აღნიშნული ქვეყნებიდან გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა/შეზღუდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...