“პსჟ” საფრანგეთის ჩემპიონი მეშვიდედ გახდა

"პსჟ" ლიგა 1-ის 33-ე ტურში უახლოესი მდევარი "მონაკო" საკუთარ მოედანზე 7:1 გაანადგურა და მეშვიდედ, ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

პარიზულმა კლუბმა "მონაკო" 17 ქულით ჩამოიტოვა და მდევარზე მასზე დაწევის თეორიული შანსიც გაუქრო.

საფრანგეთის ლიგა 1-ში, სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, ზედა ოთხეულში ყველანაირი ინტრიგა გამქრალია. ცნობილია იმ გუნდების ვინაობაც, რომლებიც ევროსარბიელზე წარადგენენ ქვეყანას.

ეს გუნდები არიან: "პსჟ", "მონაკო", "ლიონი" და "მარსელი". მეოთხე ადგილზე მყოფი "მარსელი" უახლოეს მდევარ "რენის" 19 ქულით უსწრებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად