“პსჟ” ნეიმარს 5 აგვისტოს წარადგენს

ბრაზილიელმა ფორვარდმა, ნეიმარმა, გუშინ საღამოს პორტუგალიაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და მას, ფრანგული "პსჟ", ნაცვლად 4 აგვისტოსი, როგორც დაგეგმილი იყო, 5 აგვისტოს წარადგენს.

ამ ტრანსფერის სანაცვლოდ, კატალონიური "ბარსელონა" ფრანგული მხარისგან 222 მილიონ ევროს მიიღებს, ნეიმარი კი, ყოველწლიურად 35 მილიონ ევროს.

ბრაზილიელსა და პსჟ-ს შორის 5 წლიან კონტრაქტს მოეწერება ხელი.

ნეიმარი კატალონიურ გრანდში 2013 წელს ჩაირიცხა. გასულ სეზონში, "ბარსელონას" მაისურით ნეიმარმა 45 თამაში ჩაატარა და 20 გოლი მიითვალა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად