პროტესტი გიორგი გახარიას – “სირცხვილიამ” პარლამენტთან ცხვრები მიიყვანა

“სირცხვილიას” წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან საქართველოს პრემიერმინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცებას აპროტესტებენ.

პროტესტის ნიშნად მათ შენობასთან ცხვრები მოიყავანეს.

დღეს, პარლამენტში  მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და პრემიერმინისტრობის კანდიდატისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის ბოლო ეტაპია, სადაც დეპუტატები პლენარულ სხდომაზე მოისმენენ პრემიერმინისტრობის კანდიდატის გიორგი გახარიას მოხსენებას.

გიორგი გახარიას წარდგენილი განახლებული მინისტრთა კაბინეტის კანდიდატებია:

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ გომელაურის;

თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ბატიაშვილი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა;

იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანი;.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე ეკა ტიკარაძე,

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილი;

საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დავით ზალკალიანი;

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ივანე მაჭავარიანი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ქეთევან ციხელაშვილი;

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად