პროპორციულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგ სამი დეპუტატი: კახა ოქრიაშვილი, ემზელ მკოიანი და დიმიტრი ხუნდაძე წავიდნენ

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო, ირკვევა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ხმა “წინააღმდეგ” სულ სამმა დეპუტატმა: კახა ოქრიაშვილმა, ენზელ მკოიანმა და დიმიტრი ხუნდაძემ მისცა.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდა 37 დეპუტატი, ხოლო პლენარურ სხდომას არ ესწრებოდა 4 დეპუტატი.

პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.

საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად